ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“, ხელოვნური ინტელექტის სასამართლო პროცესებზე გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

 

ადვოკატობა და იურისტობა იმ პროფესიებში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ვფიქრობ არ მოიაზრება, — ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“, ხელოვნური ინტელექტის სასამართლო პროცესებზე გამოყენების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ტექნოლოგიების გამოყენება ყველა პროფესიაში საჭიროა, თუმცა, რჩება მართლმსაჯულებაში მაგალითად შინაგანი რწმენის ფაქტორი, რომელიც ყოველთვის იქნება ადამიანის  ბერკეტი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. 

 

„ტექნოლოგიები შესაძლოა ერთი შეხედვით შეუთავსებელი იყოს ისეთ კონსერვატიულ მიმართულებასთან რაც არის მართლმსაჯულება, მაგრამ პანდემიის დროს ვნახეთ, რომ როდესაც დასჭირდა მართლმსაჯულებას ტექნოლოგიის გამოყენება, ეს იყო ონლაინ პროცესები, სწრაფად გადაერთო. 

ადვოკატობა და იურისტობა ვფიქრობ იმ პროფესიებში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს არ მოიაზრება და რატომ, რადგან ჩვენ ვართ უცნაური ხალხი და სულ მოვძებნით რაღაცას, რომელიც ისევ იურისტებმა უნდა დაწერონ და განმარტონ, მაგრამ რაც უფრო ადრე შევეგუებით იმას, რომ არსებობს რაღაცეები იგივე მართლმსაჯულებაში, რომლის გამოყენებისთვის პირიქით უფრო კარგია ტექნოლოგიის გამოყენების, დადებითი შედეგების მომტანი იქნება. რჩება მართლმსაჯულებაში მაგალითად შინაგანი რწმენის ფაქტორი, რომელიც ყოველთვის იქნება ადამიანის  ბერკეტი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. 

 

არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც თავისთავად წინააღმდეგობაშია ტექნოლოგიებთან, მართლმსაჯულება უშვებს შეცდომას, ამიტომ არის სამი ინსტანცია. მეორეს მხრივ გვაქვს ტექნოლოგია, რომელის მთავარი არსია შეცდომა არ დაუშვას. საკმარისია ხელოვნურმა ინტელექტმა შეცდომა დაუშვას, უკვე დაისმება საკითხი რომ მან თავი ვერ გაართვა. ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული როგორც დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად, მაგალითად რაღაცეების მოძიება და დაკავშირება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოში ადვოკატია საჭირო. მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი ბოლოს მაინც ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი.

 

დაწერილი კანონის ინტერპრეტაცია პრაქტიკაში შეიძლება სხვანაირად მოხდეს, ალგორითმს არ ექნება პრაქტიკა რომ განაზოგადს და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს პრობლემა ნამდვილად იქნება, განსაკუთრების სისხლის სამართალში. იურისპუდენცია არ არის ზუტი მეცნიერება, როდესაც გაქვს მაგალითად განსაზღვრული ვადები 3-დან 7-წლამდე, ეს ხომ მაინც პირობითი მსჯავრია, რომელიც ობიექტიურ კრიტერიუმებთან ერთად გაძლევს სუბიეტური გადაწყვეტილების საშუალებასაც, ამ სიტუაციაში ხელოვნური ინტელეტის როლი საშიშად წარმომიდგენია“, — განმარტა ზვიად კორძაძემ.

 

https://commersant.ge/ge/post/advokatoba-da-iuristoba-im-profesiebshi-romelsac-xelovnuri-inteleqti-chaanacvlebs-vfiqrob-ar-moiazreba-zviad-kordzadze