„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ ერთერთი წამყვანი იურიდიული ფირმაა, რომელიც საქართველოს იურიდიულ ბაზარზე უკვე 25 წელია პოზიციონირებს და თავის კლიენტებს - ადგილობრივ და უცხოურ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებს - კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში „კორძაძის საადვოკატო ბიურომ“ დაიმკვიდრა სანდო, ეთიკური და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ფირმის რეპუტაცია.
ზვიად კორძაძე ბიუროს მმართველი პარტნიორია. როგორც პრაქტიკოს ადვოკატს, ზვიად კორძაძეს 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი სპეციალიზაცია მოიცავს სამოქალაქო, საკორპორაციო, შრომის, ჯანდაცვის, დაზღვევის, საგადასახადო, ადმინისტრაციული, საკონსტიტიუციო, კონკურენციის, საერთაშორისო კერძო და სისხლის სამართალს.
ბიუროს პროცესუალისტი ადვოკატები მონაწილეობას იღებენ სასამართლო პროცესებში, არბიტრაჟში, მედიაციასა და მოლაპარაკებებში, აწარმოებენ კონსულტაციებს დავების თავიდან აცილებისა და რისკების მენეჯმენტის შესახებ.
ადვოკატები ადგენენ კლიენტის ინტერესებზე ორინეტირებულ ხელშეკრულებებსა და ბიზნეს გარიგებებს, კლიენტებს უწევენ ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, კლიენტის საქმიანობისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნებს, due diligence-ებსა და რეკომენდაციებს, წარმოვადგენთ კლიენტს სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ თავის კლიენტებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს სამართლის ყველა დარგში. იურიდიული მომსახურება ხორციელდება ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
წარმატებული საქმიანობის შედეგად კორძაძის საადვოკატო ბიურო ცამეტჯერ გახდა „გოლდენ ბრენდის“ ჯილდოს მფლობელი, „სახელები 2007“-ის მიერ მიენიჭა ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო იურიდიულ ფირმას. Chambers & Partners-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ მოხსენიებულია, როგორც „იურიდიულ საზოგადოებაში ღრმად პატივცემული იურიდიული ფირმა, რომელსაც გააჩნია ტრადიცია, იყოს საუკეთესო, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივ დავებს..წყაროები ამბობენ, რომ ფირმა გამოირჩევა კვალიფიციური ექსპერტიზით და საუკეთესო იურიდიული უნარებით“.
ბიუროს მმართველ პარტნიორს, ადვოკატ ზვიად კორძაძეს პერსონალურად მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, როგორიცაა საუკეთესო იურისტი, წლის საუკეთესო იურისტი. Chambers & Partners-ის მიხედვით ერთ-ერთი კლიენტი ზვიად კორძაძეს აფასებს როგორც გამორჩეული უნარებისა და ცოდნის მქონე ადვოკატს, რომელსაც შეუძლია სათანადოდ მართოს კომპლექსური დავები და მიაღწიოს კლიენტისათვის სასურველ შედეგს. იგი საქმეში სრულად იხარჯება და არის კლიენტზე ორიენტირებული ადვოკატი.