„იურიდიული კლინიკების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის პროექტის „იურიდიული კლინიკების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ შუღაროვამ და “კორძაძის საადვოკატო ბიუროს” პარტნიორმა ნინო ბოგვერაძემ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებს საქართველოში არსებული იურიდიული კლინიკების კვლევის შედეგებთან ერთად სწავლების მეთოდოლოგია გააცნო და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ სტუდენტებს ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკის მოკლე კურსი ჩაუტარა, გაუზიარა გამოცდილება, რომლის მიზანს წარმოადგენდა კერძო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.