,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები”

რამდენიმე წლის წინ ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ფინანსური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ახალ, საყოველთაო პროექტს ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები”.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოღვაწის ფონტი: ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ამბროსი ხელაიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და გალაკტიონ ტაბიძისა.

შარშან ამ შრიფტებს დაემატა ასევე ექვთიმე თაყაიშვილის ხელნაწერის შრიფტი.

შრიფტები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საზოგადო მოღვაწეების საარქივო მასალის მიხედვით შეიქმნა.

შრიფტები შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ხელნაწერთა ინსტიტუტის ვებგვერდიდან.

http://manuscript.ge/sazogado-mogvatseta-shriftebi/