„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ აქტიურად ეწევა Pro Bono საქმიანობას. ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას “კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა” და “თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს”. ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროექტს ღია საზოგადოება საქართველოსათან. ეს პროექტი მოიცავს იურიდიული დახმარების გაწევას პალიატიურ მზრუნველობაზე მყოფი პირებისათვის, რომელთაც სჭირდებათ სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანდერძის შედგენა. ჩვენი კომპანია ასევე უწევს იურიდიულ დახმარებას ააიპ “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი”-ს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესურსები არ არის ამოუწურვადი, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი ენერგია და დრო გამოვიყენოთ ქველმოქმედებისათვის.

მარჯანიშვილის თეატრი

კორძაძის საადვოკატო ბიურო “კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის” პარტნიორია, რომელსაც უწევს უფასო იურიდიულ მომსახურეობას.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

კორძაძის საადვოკატო ბიურო უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს ააიპ “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს”, რომელიც ანხორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ

პალიატიური მზრუნველობა

კორძაძის საადვოკატო ბიურო” უფასო იურიდიულ მომსახურეობას ანხორცილებს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის.

სრულად