პრო ბონო მემორანდუმის გაფორმება

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“ (სიფა) და სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ზვიად კორძაძემ და მელიტონ ბენიძემ. მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, რომლებზეც სახელმწიფო უფასო საადვოკატო მომსახურებას არ ახორციელებს, გადახდისუუნარო პირებს, უფასოდ, სიფა-ს წევრი საადვოკატო კომპანიები მოემსახურებიან.…

სრულად

კორძაძის საადვოკატო ბიურო ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელია

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ნომინაციაში – საუკეთესო მენეჯმენტი, საქმინაობის სტაბილურობა, პროფესიონალთა გუნდი – გამარჯვებული გახდა „ კორძაძის საადვოკატო ბიურო” და მისი ხელმძღვანელი ზვიად კორძაძე. სპეციალური პრიზი და სიგელი „ კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელს გუშინ საღამოს, წარმატებული ბიზნესკომპანიების რიგით XV ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა. რიგით XV ბიზნეს დაჯილდოებაზე 30 საუკეთესო ბიზნეს კომპანია გამოავლინდა,…

სრულად

ზვიად კორძაძე წლის საუკეთესო ადვოკატის ნომინაციაში დააჯილდოვეს

2014 წლის 23 ოქტომბერს, ჟურნალმა „თბილისელებმა“ ადვოკატი ზვიად კორძაძე „ოქროს კატალოგის“ რჩეული წლის ადვოკატის“ ნომინაციაში დააჯილდოვა.

კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი გადაეცა

ააიპ. „ხარისხის ნიშანი“ ადასტურებს, რომ კს „ კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს ხარისხის მენეჯმენტი და მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი სრულად შეესაბამება „ხარისხის ნიშნის“ პროგრამით დადგენილ უმაღლეს დონეს და აღნიშნულ კომპანიას ენიჭება უფლება გამოიყენოს „ხარისხის ნიშანი“ 2014 წლის 18 ივლისიდან 2017 წლის 18 ივლისამდე.

„ქართული სამართლის აქტუალური საკითხების“ წიგნის პრეზენტაცია

2014 წლის 24 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორიაში „ქართული სამართლის აქტუალური საკითხების“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გამოიცა “კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ფინანსური მხარდაჭერით და მიეძღვნა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხსოვნას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. მან ისაუბრა ლუარსაბ ანდრონიკაშვილზე, როგორც საზოგადო მოღვაწეზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული…

სრულად

ბიზნეს ლანჩი „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“

2014 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“,  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“  ბიზნეს-ლანჩი გამართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფირმების ასოციაციაში გაწევრიანებულმა ფირმებმა და ადვოკატებმა. მოხსენებით წარსდგნენ: ლაშა ნოდია –…

სრულად

პრაქტიკული კურსი გაუ-ს სტუდენტებისათვის

კორძაძის საადვოკატო ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან, რომლის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის რამოდენიმე კურსდამთავრებულს ყოველწლიურად შესაძლებლობა აქვს სტაჟირება გაიაროს “კორძაძის საადვოკატო ბიურო”- ში.

აღნიშნული სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გახდნენ წარმატებული იურისტები, სამი თვის განმავლობაში ჩვენს ოფისში გაიარონ შესაბამისი კურსი, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს ლანჩი გამართა

27 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებთან ბიზნეს ლანჩი გამართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიები და კომპანიის ადვოკატები. შეხვედრის მთავრი თემაა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის (პრო-ბონო) დეკლარაციის გაფორება იყო. საქართველოში პირველად 20 იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმდა პრო-ბონო, რომლის ფარგლებშიც კომპანიები უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ…

სრულად