“ადვოკატის პროფესია მძიმეა, დამქანცველი და ადვოკატისგან მოითხოვს ცოდნის მდიდარ მარაგს და დიდ საზრიანობას.. ადვოკატის სიტყვა მნიშვნელოვანია. იგი წარმოთქვამს მას მოსამართლეთა წინაშე, რომელთაც შეუძლიათ ის გააჩუმონ და მოწინააღმდეგეთა წინაშე, რომლებიც მას აწყვეტინებენ; მისი შეპასუხება მახვილგონიერი და არსებითი უნდა იყოს; ის საუბრობს ერთი და იგივე დღეს სხვადასხვა სასამართლოებში სხვადასხვა საქმეებზე..ვრცელი სიტყვის შემდეგ ერთადერთი დასვენება მისთვის უფრო ვრცელი სიტყვის მომზადების დაუყოვნებლივ დაწყებაა; ერთ შრომასა და დაქანცვას, სხვა შრომითა და დაღლილობით ცვლის. გავბედავ და ვიტყვი, რომ ადვოკატი თავის პროფესიაში გახლავთ ის, რაც თავის დროზე იყვნენ პირველი მოციქულები”.

- ჟან დე ლა ბრუიერი

საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალები

ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან კლიენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, დოკუმენტების დამუშავებას, რეკომენდაციებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, სახელმწიფო ორგანოებისა და მესამე პირთა წინაშე. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ კლიენტის ინტერესი სამართლის შემდეგ დარგებში:
  • სამოქალაქო სამართალი

  • სამეწარმეო სამართალი;

  • სადაზღვევო სამართალი

  • შრომის სამართალი;

  • საგადასახადო სამართალი;

  • საბაჟო სამართალი;

  • ინტელექტუალური სამართალი

  • გაკოტრების სამართალი

იხილეთ სრულად

კლიენტები ჩვენს შესახებ

  • „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ - ეს არის ჩვენი ერთგული პარტნიორი, რომელსაც მივანდეთ კომპანიის სამართლებრივი მოწყობა. ბიუროსთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი გამოცდილება და საქმისადმი თავდადება გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ლაღად, რადგან ვიცით, რომ მათ მიერ წარმართულ საკითხებთან დაკავშირებით დავა არ წარმოიშვება, ხოლო საჭირბოროტო საკითხები უმოკლეს ვადებში მაღალკვალიფიციურად იქნება მოგვარებული. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის!
    Coca-Cola
  • „... "კორძაძის საადვოკატო ბიურომ" უმოკლეს ვადებში მოიპოვა ჩვენი ნდობა და პატივისცემა. ბიუროს თანამშრომელთა დახმარებით, ჩვენ იურიდიული საკითხების გადაწყვეტას ვახორციელებთ დროულად და ეფექტურად...“ ანდრეა ჰარრისი
    ევრაზიის ფონდი საქართველო
    რეგიონალური ვიცე პრეზიდენტი
  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოში ადასტურებს, რომ თქვენი ბიუროს მიერ ხდება კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უკვე ექვსი წელია სარგებლობს ბიუროს მომსახურებით. ამ წლების განმავლობაში, თქვენმა ბიურომ და ადვოკატებმა დაამტკიცეს თავიანთი სანდოობა, პროფესიონალიზმი, მოქნილობა და თავაზიანობა თითოეული არსებული საქმის მიმართ. მადლობას გიხდით თნამშრომლობისა და ერთგულებისათვის...
  • კომპანიამ „G.G.M.C.“ – „Hyundai Heavy Industries” იურიდიულ მრჩევლად საქართველოში გამორჩეული ავტორიტეტის მქონე „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ ავირჩიეთ. ჩვენი აზრით, საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე სტაბილური და წარმატებული ბიზნესის წარმართვისათვის იურიდიული გარანტიები უმნიშვნელოვანესია. სწორედ „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ უზრუნველყოფს ჩვენი ბიზნესისათვის მშვიდ და უსაფრთხო სამართლებრივ გარემოს. პატივისცემით, ისმაილ ერი
    “G.G.M.C.”
    დირექტორი

ნინო ბოგვერაძე- სუროგაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ნინო ბოგვერაძე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების, საქართველოდან გაყვანის კონტროლის ახალი მექანიზმების ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრობს.

სრულად

კორძაძის საადვოკატო ბიურომ სტაჟიორები დააჯილდოვა

2015 წლის 25 დეკემბერს, კორძაძის საადვოკატო ბიუროში სტაჟიორებისათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ბიუროს ხელმძღვანელმა, ზვიად კორძაძემ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამ თვიანი სტაჟირების კურსი, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა. კორძაძის საადვოკატო ბიუროში სტაჟირების სამთვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ. სტაჟირების პერიოდში კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების დახმარებითა და ხელმძღვანელობით სტუდენტები…

სრულად