ზვიად კორძაძე
მმართველი პარტნიორი / ადვოკატი
zviad@kordzadzelawoffice.ge |
+995 577 403 744
ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. 2014 წლიდან იგი ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის („გაუ“) ასოცირებული პროფესორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელია. იგი არის შპს ზვიად კორძაძის გამომცემლობის პარტნიორი, შპს თბილისის სამართლის სკოლის მმართველი პარტნიორი, თბილისის საარბიტრაჟო პალატის პარტნიორი, არბიტრი; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; საქართველოს ხარისხის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, გამგეობის წევრი; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის წევრი; ხელნაწერთა ინსტიტუტის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრი; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს წევრი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ანტი-დოპინგური სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე.
ზვიად კორძაძე არის შემდეგი კრებულების სამეცნიერო რედაქტორი: ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები (თბილისი, 2016); იულიუს ჰაჩეკი, თანამედროვე დემოკრატიის უფლება (თბილისი, 2016); ქართული სამართლის კლასიკა, წიგნი I (თბილისი, 2017); ქართული სამართლის კლასიკა, წიგნი II (თბილისი, 2019); სერგი ჯაფარიძე, სავაჭრო სამართალი, აკრძალული იურიდიული ლიტერატურის სერია, წიგნი I, (თბილისი, 2019); იროდიონ სურგულაძე, Gewalt und Recht, აკრძალული იურიდიული ლიტერატურის სერია, წიგნი II (თბილისი, 2019); გიორგი ნანეიშვილი, სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა, აკრძალული იურიდიული ლიტერატურის სერია, წიგნი III (თბილისი, 2019).
ზვიად კორძაძემ 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1998 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა (სპეციალობა: სისხლის სამართალი) და ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის („გაუ“) სამართლის სადოქტორო პროგრამა.
1995 წლიდან 2006 წლამდე ზვიად კორძაძე იყო ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” გამგეობის წევრი; 1997-1998 წლებში - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევრი; 2001 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2002 წელს - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2005-2006 წლებში - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან 2013 წლამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2011 წლიდან 2013 წლამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის რედაქტორი, 2013-2015 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, 2010-2013 წლებში -საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს წევრი; 2010-2013 წლებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2012-2016 წლებში - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) გამგეობის წევრი; 2013-2017 წლებში - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრი; 2016-2017 წლებში - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2017 წელს - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის წევრი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
ენები: ქართული - მშობლიური, რუსული - სრულყოფილად, ინგლისური - კარგად