სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ შპს „ორ ნაბიჯს“ სასამართლო დავა მოუგო
ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და შპს „ორი ნაბიჯი“-ს კოკა-კოლას სასარაგებლოდ 957 998 ლარის და პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც კოკა-კოლამ ვერ მიიღო იმის გამო, რომ ორმა ნაბიჯმა გაწყვიტა ხელშეკრულება სათანადო საფუძვლის გარეშე და საკუთარი ქსელიდან ამოიღო კოკა-კოლას პროდუქცია.
სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს ინტერესებს სასამართლოში „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს პარტნიორი ადვოკატი, ირაკლი ალხაზაშვილი წარმოადგენდა. დავა სხვადასხვა ინსტანციაში 3 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.