2014 წლის16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსის ‘’ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი ზვიად კორძაძე, სახელმწიფო აკადემიის ლექტორი ქეთი ქავთარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსის “ქართული კალიგრაფია” სამინისტროს რჩეულები დააჯილდოვა. სამინისტროსთან ერთად რჩეულებს პრიზი გადასცეს კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ და ხელოვანმა ქეთი ქავთარაძემ.