მუხლი 4. კონფიდენციალობის პრინციპი
1.ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულიადაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან
იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. 2. კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში. 3. ადვოკატმა განზრახ არ უნდა გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის წინააღმდეგ; ბ) საკუთარი ან მესამე პირის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შესაბამის თანხმობას განაცხადებს..
მომსახურება

ჩვენი კომპანია 20 წლის მანძილზე კლიენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, დოკუმენტების დამუშავებას, რეკომენდაციებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, სახელმწიფო ორგანოებისა და მესამე პირთა წინაშე. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ კლიენტის ინტერესი სამართლის შემდეგ დარგებში:

  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • სადაზღვევო სამართალი;
  • შრომის სამართალი;
  • საგადასახადო სამართალი;
  • საბაჟო სამართალი;
  • ინტელექტუალური სამართალი;
  • გაკოტრების სამართალი;
  • ადმინისტრაციული სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • კონსტიტუციური სამართალი;
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი;
  • საერთაშორისო კერძო სამართალი;
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი.
მომსახურება ხორციელდება ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

მომსახურეაბა/სფეროები

კორძაძის საადვოკატო ბიურო ეწევა კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სამართლის ყველა სფეროში, მათ შორისაა: სამოქალაქო სამართალი, კორპორატიული და სახელშეკრულებო, სადაზღვევო, შრომის, საგადასახადო, საბაჟო, საავტორო, გაკოტრების/გადახდისუუნარობის, ადმინისტრაციული, სისხლის, საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართალი. იურიდიული მომსახურება მოიცავს: იურიდიული ზეპირ და წერილობით კონსულტაციას; კლიენტის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას; იურიდიული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე პირთა წინაშე. იურიდიული მომსახურება ხორციელდება ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. პარტნიორების მეშვეობით, რომელთანაც დიდი ხანია თანამშრომლობს, კორძაძის საადვოკატო ბიურო უზრუნველყოფს კლიენტებისათვის ისეთი მომსახურებების განხორციელებას, როგორიცაა სანოტარო, სათარჯიმნო, სააღსრულებო, აუდიტორული და საარბიტრაჟო მომსახურებები.

პრაქტიკული კურსი სტუდენტებისათვის:

კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააჩნია იურიდიული კლინიკა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ჩვენს ოფისში სტუდენტების მიერ პრაქტიკული კურსის გავლა. სტუდენტების შერჩევა წარმოებს სპეციალური კონკურსის საფუძველზე. აღნიშნული კურსის მიზანია მიეცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გახდნენ წარმატებული იურისტები, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სამი თვის განმავლობაში ჩვენს ოფისში შესაბამისი კურსის გავლით.