2015 წლის 22 სექტემბერს,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მარო მაყაშვილის დარბაზში, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ახალი გამოცემის სამეცნიერო ჟურნალის „კერძო სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი აერთიანებს კერძო სამართლის თემატიკაზე შექმნილ, პრობლემაზე ორიენტირებულ სტატიებს.