მიმოხილვა

კორძაძის საადვოკატო ბიურო

კორძაძის საადვოკატო ბიურო საქართველოს იურიდიული მომსახურების ბაზარზე ერთ–ერთი წამყვანი იურიდიული ფირმაა, რომელიც თავის კლიენტებს – როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ იურიდიულ კომპანიებსა და კერძო პირებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს. კომპანია ერთგულად ემსახურება წარმატების მიღწევის სამ ძირითად პრინციპს: კლიენტების ინტერესებზე ორიენტირება; კლიენტების ინტერესების დაცვა კანონით ნებადართული ყველა საშუალებითა და ეთიკური ნორმების დაცვით და კლიენტებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების განხორციელება. თავისი ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში კორძაძის საადვოკატო ბიურომ დაიმკვიდრა სანდოობის, ეთიკურობისა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ფირმის რეპუტაცია. ფირმაში დასაქმებულია უმაღლესი იურიდიული და სპეციალური განათლების მქონე მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი ადვოკატები. წარმატებული საქმიანობის შედეგად კორძაძის საადვოკატო ბიურო ხუთჯერ გახდა გოლდენ ბრენდის ჯილდოს მფლობელი, ასევე “სახელები 2007”-ის მიერ მიენიჭა ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო იურიდიულ ფირმას. Chambers & Partners-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კორძაძის საადვოკატო ბიურო მოხსენიებულია როგორც “იურიდიულ საზოგადოებაში ღრმად პატივცემული იურიდიული ფირმა, რომელსაც გააჩნია ტრადიცია, იყოს საუკეთესო, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივ დავებს..წყაროები ამბობე, რომ ფირმა გამოირჩევა მაღალი ექსპერტიზით და საუკეთესო იურიდიული უნარებით”. კორძაძის საადვოკატო ბიურო ხარისხის ნიშნის მოქმედი მფლობელია. იგი პროფილის მიერ დაჯილდოვებული იქნა ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა”. სააგენტო „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი”-ის (GBC) მიერ ჩატარებულ ინტერნეტ გამოკითხვაში „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-მ პირველი ადგილი დაიკავა. გამოკითხვა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ქართულ და ინგლისურ ენოვან მომხმარებლებს შორის. გამოკითხვის შედეგად ორივე ენოვან მომხმარებელს შორის გამარჯვებულ კომპანიად დასახელდა „კორძაძის საადვოკატო ბიურო“. ზვიად კორძაძეს პერსონალურად აქვს მიღებული სხვადასხვა ჯილდოები, როგორიცაა საუკეთესო
ადვოკატი, წლის საუკეთესო ადვოკატი და სხვ. პარტნიორების მეშვეობით, რომელთანაც დიდი ხანია თანამშრომლობს, კორძაძის საადვოკატო ბიურო უზრუნველყოფს კლიენტებისათვის ისეთი მომსახურებების განხორციელებას, როგორიცაა სანოტარო, სათარჯიმნო, სააღსრულებო, აუდიტორული და საარბიტრაჟო მომსახურებები.

საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალები

ჩვენი პროცესუალური ადვოკატები უზრუნველყოფენ აგრესიულ, შედეგზე ორიენტირებულ წარმომადგენლობას და ჩართულნი არიან მაღალი რისკის მქონე საქმეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ ვაწარმოებთ სასამართლო საქმეებს, არბიტრაჟს, მედიაციასა და მოლაპარაკებებს და ვახორციელებთ კონსულტაციებს სასამართლო დავების თავიდან აცილებასა და რისკის მენეჯმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ადვოკატები ადგენენ კლიენტის ინტერესებზე ორიენტირებულ კონტრაქტებსა და ბიზნეს გარიგებებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ დავის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტის დაცვას.ვახორციელებთ ზეპირ და წერილობით კონსულტაციას; კლიენტის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას; იურიდიული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე პირთა წინაშე. ჩვენ ვეწევით კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სამართლის ყველა სფეროში, მათ შორისაა: სამოქალაქო სამართალი, კორპორატიული და სახელშეკრულებო, სადაზღვევო, შრომის, საგადასახადო, საბაჟო, საავტორო, გაკოტრების/გადახდისუუნარობის, ადმინისტრაციული, სისხლის, საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართალი.

ზვიად კორძაძე

დამფუძნებელი, ბიუროს ხელმძღვანელი

kordzadzeteamfsfs