GAU-მ კორძაძის საადვოკატო ბიურო დააჯილდოვა

10 მარტს, რადისონ ბლუ ივერიაში GAU-ს საიუბილეო მიღება გაიმართა. საზეიმო საღამოზე უნივერსიტეტმა მადლობის სიგელი გადასცა კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელს GAU-სთან წარმატებული პარტნიორობისათვის.

„წერილობითი კონკურსის პრეზენტაცია სტუდენტებისათვის“

2015 წლის 10 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მიერ ორგანიზებული პროექტის „წერილობითი კონკურსის პრეზენტაცია სტუდენტებისათვის“.

სრულად

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“

კორძაძის საადვოკატო ბიურო მეორე წელია ჩართულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტში  „ქართული კალიგრაფია“ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აჯილდოებს სიმბოლური პრიზებით.  

ბიუროს ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ წელს ასევე დააჯილდოა, ფულადი პრემიით კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი, აფხაზი მასწავლებელი ლუიზა ჯინჯოლია.

ვანის სახარების ყდის რესტავრაცია

კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში, თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი ვანის სახარების ყდის რესტავრაცია მიმდინარეობს

სრულად

შპს “არტესის” საქმე

2012 წლის 13 ნოემბერს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა  შპს „არტესის“ ხელმძღვანელ პირთა მხრიდან დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2013 წლის მაისის თვესი შპს „არტესის“ დირექტორს გარსევან ბუხნიკაშვილს და ტექნიკური განყოფილების თანამშრომელს ირაკლი აბჟანდაძეს ბრალი წარედგინათ თაღლითობის ჩადენაში. აღნიშნული საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ და 2015 წლის 2 თებერვალს მათ მიმართ გამოიტანა…

სრულად

ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს

კორძაძის საადვოკატო ბიურო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრია და ყოველთვიური სიმბოლური დაფინანსებით ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

მარჯანიშვილის თეატრი

კორძაძის საადვოკატო ბიურო “კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის” პარტნიორია, რომელსაც უწევს უფასო იურიდიულ მომსახურეობას.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

კორძაძის საადვოკატო ბიურო უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს ააიპ “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს”, რომელიც ანხორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ