“Chambers & Partners”

2016 წლის 25 აპრილს საერთაშორისო კომპანია “Chambers & Partners”-მა, რომელიც წლებია სწავლობს საქართველოს იურიდიული მომსახურების ბაზარს, გამოაქვეყნა 2016 წლის რეიტინგები:

ადვოკატებს შორის “კორძაძის საადვოკატო ბიურო”-ს მმართველი პარტნიორი ზვიად კორძაძე რეიტინგის პირველ კატეგორიაშია (Band I)

იურიდიული ფირმების რეიტინგში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს “კორძაძის საადვოკატო ბიურო” (Band II).

მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ადვოკატებისათვის

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამიერიდან ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დანაშაულებრივი ქმედებაა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონპროექტი მომზადდა სიფას სისხლის სამართლის ჯგუფის მიერ ფონდ ,, ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით შემუშავებულ  “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავება” პროექტის…

სრულად

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

2016 წლის  11-12 ივნისს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (ALFG) ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე „ზოგადი ინფორმაცია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ“. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და ABA-ს წარმომადგენლები. ტრენინგზე ჟურნალისტები გაეცვნენ სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპებს და დებულებებს, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დანიშნულებასა და ფუნქციონირების წესებს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. მონაწილეებისთვის ჩატარდა…

სრულად

„დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“

2016 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეებს შორის. შეხვედრაზე სიფა-მ მოსამართლეებს წარუდგინა კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“ შუალედური შედეგები. კვლევაში ასახულიადაცვის მხარის შუამდგომლობათა შეფასების სტანდარტები თბილისის საქალაქო, სააპელაციო და აღმოსავლეთ საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში, აგრეთვე გაანალიზებულია ისეთი…

სრულად

სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილელების საბოლოო რედაქციის შემუშავების მიზნით

2016 წლის 13-15 მაისს სასტუმრო „Crowne Plazza Borjomi”-ში შედგა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილელების საბოლოო რედაქციის შემუშავების მიზნით.  სამუშაო შეხვედრას სიფა-ს ადვოკატების გარდა ესწრებოდენ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ (UJG) „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“(GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) წარმომადგენლები. შეხვედრაზე მომხსენებლი იყო “კორძაძის საადვოკატო…

სრულად

ნინო ბოგვერაძე- სუროგაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ნინო ბოგვერაძე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების, საქართველოდან გაყვანის კონტროლის ახალი მექანიზმების ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრობს.

სრულად

კორძაძის საადვოკატო ბიურომ სტაჟიორები დააჯილდოვა

2015 წლის 25 დეკემბერს, კორძაძის საადვოკატო ბიუროში სტაჟიორებისათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ბიუროს ხელმძღვანელმა, ზვიად კორძაძემ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამ თვიანი სტაჟირების კურსი, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა. კორძაძის საადვოკატო ბიუროში სტაჟირების სამთვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ. სტაჟირების პერიოდში კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების დახმარებითა და ხელმძღვანელობით სტუდენტები…

სრულად