უკან მაღლა
Image Alt

კლიენტები

ბიურო ემსახურება, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კლიენტებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. კომპანიას ჰყავს რამდენიმე ათეული კლიენტი, მათ შორის ისეთები, რომელთანაც ურთიერთობა წლები გრძელდება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს კომპანიები საკმაოდ დიდი ხანია სტაბილურად თავიანთი იურიდიული პრობლემების მოგვარებას ჩვენ კომპანიას ანდობენ.

ჩვენი კლიენტები

testimonials-image
«

ჩვენი კომპანიისთვის კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან თანამშრომლობის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი შეუბღალავი რეპუტაცია მრავალწლიანი გამოცდილება იყო და ამ რეპუტაციის საფუძვლიანობაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია. მათთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ მშვიდად ვართ და ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენს მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფედენციალურობა დაცული და გარანტირებულია და რომ გვყავს ადვოკატთა ჯგუფი, რომელიც არასდროს არ დაარღვევს ეთიკის ნორმებს და არ იმოქმედებს პატიოსნების და კლიენტის ინეტერესების წინააღმდეგ. კორძაძის საადვოკატო ბიურო ის საადვოკატო ბიუროა, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას და რომლის მომსახურებასაც ყოვეთვის რეკომენდაციას გავუწევთ ჩვენს პარტნიორებთან.

«
თიბისი

ჩვენი კომპანია მიიჩნევს, რომ პარტნიორი იურიდიული ფირმის არჩევისას ძალიან გაგვიმართალა, როცა არჩევანი კორძაძის საადვოკატო ბიუროზე შევაჩერეთ. კორძაძის საადვოკატო ბიურო ყოველთვის მიმართულია კლიენტის ინტერესების განუხრელად დაცვისკენ და სთავაზობს მათ დახმარებას, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ეფექტურობით და დროულობით და გვჯერა, რომ გაწეული დახმარება თუ რეკომენდაცია აუცილებლად დაგვეხმარება წარმატებული ბიზნესის კანონის ფარგლებში წარმოებაში. ჩვენი კომპანია სრულად ენდობა კორძაძის საადვოკატო ბიუროს, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა საკითხს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდებიან და ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ისინი ჩვენს ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ და გაიმარჯვებენ.

«
კოკა კოლა

კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან უკვე . . წელია ვთანამშრომლობთ. ამ დროის განმავლობაში მრავალმხრივი სამართლებრივი დახმარება დაგვჭირდა, თუმცა კორძაძის საადვოკატო ბიურო ყოველთვის დროულად, უფექტურად და კომპეტენტურად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა პრობლემების მოგვარებაში. ბიუროს ადვოკატების გამოცდილება, ცოდნა და კომპეტენტურობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა, რადგან მათ მიერ გაწეული დახმარება, რეკომენდაციები და რჩევები ყოველთვის იყო ინფორმაციული, სასარგებლო, და ემსახურებოდა ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვას.

დატოვეთ თქვენი დახასიათება

კონსტრუქციული დახასიათება და პოზიტიური რეიტინგები არის ის, რაც დაგვეხმარება გაუმჯობესება და განვითარებაში

თქვენი სახელი (აუცილებელია)

ელ–ფოსტის მისამართი (აუცილებელია)

საგანი

ტექსტი