„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ - ეს არის ჩვენი ერთგული პარტნიორი, რომელსაც მივანდეთ კომპანიის სამართლებრივი მოწყობა. ბიუროსთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი გამოცდილება და საქმისადმი თავდადება გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ლაღად, რადგან ვიცით, რომ მათ მიერ წარმართულ საკითხებთან დაკავშირებით დავა არ წარმოიშვება, ხოლო საჭირბოროტო საკითხები უმოკლეს ვადებში მაღალკვალიფიციურად იქნება მოგვარებული. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის!
Coca-Cola
„... "კორძაძის საადვოკატო ბიურომ" უმოკლეს ვადებში მოიპოვა ჩვენი ნდობა და პატივისცემა. ბიუროს თანამშრომელთა დახმარებით, ჩვენ იურიდიული საკითხების გადაწყვეტას ვახორციელებთ დროულად და ეფექტურად...“ ანდრეა ჰარრისი
ევრაზიის ფონდი საქართველო
რეგიონალური ვიცე პრეზიდენტი
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოში ადასტურებს, რომ თქვენი ბიუროს მიერ ხდება კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უკვე ექვსი წელია სარგებლობს ბიუროს მომსახურებით. ამ წლების განმავლობაში, თქვენმა ბიურომ და ადვოკატებმა დაამტკიცეს თავიანთი სანდოობა, პროფესიონალიზმი, მოქნილობა და თავაზიანობა თითოეული არსებული საქმის მიმართ. მადლობას გიხდით თნამშრომლობისა და ერთგულებისათვის...
კომპანიამ „G.G.M.C.“ – „Hyundai Heavy Industries” იურიდიულ მრჩევლად საქართველოში გამორჩეული ავტორიტეტის მქონე „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ ავირჩიეთ. ჩვენი აზრით, საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე სტაბილური და წარმატებული ბიზნესის წარმართვისათვის იურიდიული გარანტიები უმნიშვნელოვანესია. სწორედ „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ უზრუნველყოფს ჩვენი ბიზნესისათვის მშვიდ და უსაფრთხო სამართლებრივ გარემოს. პატივისცემით, ისმაილ ერი
“G.G.M.C.”
დირექტორი

დატოვეთ თქვენი დახასიათება

კონსტრუქციული დახასიათება და პოზიტიური რეიტინგები არის ის, რაც დაგვეხმარება გაუმჯობესება და განვითარებაში

გამოაგზავნეთ შეფასებაწაშლა