უკან მაღლა
Image Alt

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

პროექტი შეიქმნა კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და დიზაინერ დავით მაისურაძის მიერ, მუსიკოს ნიაზ დიასამიძის ინიციატივით

კორძაძის საადვოკატო ბიურო მეორე წელია ჩართულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტში  „ქართული კალიგრაფია“ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აჯილდოებს სიმბოლური პრიზებით.   ბიუროს ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ წელს ასევე დააჯილდოა, ფულადი პრემიით კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი, აფხაზი მასწავლებელი ლუიზა ჯინჯოლია.

კორძაძის საადვოკატო ბიურო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრია და ყოველთვიური სიმბოლური დაფინანსებით ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

კორძაძის საადვოკატო ბიურომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული "მოქვის სახარების" გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მიიღო მონაწილეობა. ბიუროს ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ აუქციონზე გამოტანილი სხვადასხვა ნივთები შეიძინა და ამით წვლილი შეიტანა ძლიერ დაზიანებული ოთხთავის გადარჩენაში.

2014 წლის16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსის ‘’ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი ზვიად კორძაძე, სახელმწიფო აკადემიის