2016 წლის 13-15 მაისს სასტუმრო „Crowne Plazza Borjomi”-ში შედგა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილელების საბოლოო რედაქციის შემუშავების მიზნით.  სამუშაო შეხვედრას სიფა-ს ადვოკატების გარდა ესწრებოდენ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ (UJG) „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“(GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) წარმომადგენლები. შეხვედრაზე მომხსენებლი იყო “კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მმართველი პარტნიორი ზვიად კორძაძე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შესაცვლელ მუხლთა საბოლოო რედაქციის შემუშავებზე UJG- ის და GIZ -ის ჩართულობით. წარმოდგენილ იქნა აგრეთვე, UJG-ის და GIZ-ის შენიშვნები საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტის მიმართ.

სიფა-ს მიერ მომზადებული საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტის წარდგენა გაიმართა იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში 2016 წლის 22 იანვარს, რის შემდეგაც დაინტერესებულ მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ წერილობითი შენიშვნები ინიცირებული პროექტის მიმართ.

საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტის საბოლო რედაქცია წარედგინება იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საბჭოს. ცვლილებებს მხარს უჭერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG).