კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ახალ, საყოველთაო პროექტს ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები”. 
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოღვაწის ფონტი : ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ამბროსი ხელაიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და გალაკტიონ ტაბიძისა.
შრიფტები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საზოგადო მოღვაწეების საარქივო მასალის მიხედვით შეიქმნა.