2015 წლის 25 დეკემბერს, კორძაძის საადვოკატო ბიუროში სტაჟიორებისათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ბიუროს ხელმძღვანელმა, ზვიად კორძაძემ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამ თვიანი სტაჟირების კურსი, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა.
კორძაძის საადვოკატო ბიუროში სტაჟირების სამთვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ. სტაჟირების პერიოდში კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების დახმარებითა და ხელმძღვანელობით სტუდენტები ახდენდნენ იურიდიული დოკუმენტაცის (ხელშეკრულებების, იურიდიული დასკვნების, საპროცესო ხასიათის დოკუმენტების) შედგენას, ეცნობოდნენ ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმის მასალებს, ესწრებოდნენ სასამართლოს პროცესებს და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა საადვოკატო/იურიდიული მომსახურების განხორციელების სხვადასხვა მნიშნველოვან ასპექტებთან დაკავშირებით.